ღონისძიებების პორტალი
23.04.2018
ინტერნეტ მარკეტინგი და მისი როლი ბიზნესში

ნებისმიერი ბიზნესისთვის საკუთარი ვებ-გვერდის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეფექტურად მომუშავე ვებ-გვერდი დადებითად მოქმედებს გაყიდვების ოდენობაზე და კონკურენტებს შორის ამყარებს მის პოზიციებს. სწორედ ამიტომ ინტერნეტ მარკეტინგისა და სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგიები ხშირ შემთხვევაში წყვეტს რამდენად წარმატებულად მოღვაწეობს კომპანია და გახლავთ ერთადერთი ოლიმპოსკენ მიმავალი გზა.

ინტერნეტ მარკეტინგის უპირველესი მიზანია კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე მიზანმიმართული ზემოქმედება, ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ „თარგეთინგი“. ე.წ თარგეთირბეული ტრაფიკი გულისხმობს პოტენციურ კლიენტებს. ამისთვის სარეკლამო მატერიალებს, განცხადებებსა და ბმულებს ამატებენ იმ ონლაინ რესურსზე, რომელიც მოიცავს დამკვეთისთვის მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას. აუდიტორიის შესწავლის შედეგად იყოფა ჯგუფები, რომელთა მოთხოვნებიც კომპანიის პროდუქტთან თუ სერვისთან მაქსიმალურად რელევანტურია, ხოლო თითოეული ჯგუფისთვის გამოიყენება კონკრეტული სარეკლამო ინსტრუმენტი.

ინტერნეტ მარკეტინგის ძირითად მეთოდებს წარმოადგენს ბრენდის ცნობიერების ამაღლება და კონკურენტებს შორის გამოყოფა, რეკლამის განთავსება შესაბამის ეფექტურ პლათფორმებზე და რათქმაუნდა თარგეთინგი. მნიშვნელოვანია, რომ რეკლამის ღირებულებამ გაამართლოს და დანახარჯით ხმა მიაწვდინოთ ზუსტად თქვენს სამიზნე აუდიტორიას. ამიტომ აუცილებელია  სარეკლამოს საშუალებების ეფექტურობის მუდმივი კონტროლი.

გონივრულად გათვლილი ინტერნეტ მარკეტინგი გახლავთ მიზნების ფორმირება, ამოცანების დასახვა და განსახორციელებელი ეტაპების ზედმიწევნით შესრულება.

პროდუქტის ან სერვისის ტიპიდან გამომდინარე  ინტერნეტ მარკეტინგის მოიცავს სამიზნე აუდიტორიაზე ზეგავლენის სხვადასხვა საშუალებებს. მათ შორის: საძიებო მარკეტინგი და კონტენტის მარკეტინგი. ნახსენები ორი მეთოდი საკმაოდ წარმატებულია და ხშირად გამოიყენებება საკუთარი პროდუქტის ან სერვისის ცნობიერების ამაღლებისთვის. მიუხედავად მიზერული დანახარჯებისა საძიებო მარკეტინგი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, რაც ინტერნეტ მარკეტინგის დაგეგმვისას ამ მეთოდს საკმაოდ მოხმარებადს ხდის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საძიებო მარკეტინგი სანაცვლოდ მოითხოვს დროის დიდ რესურსს და ძირითადად გათვლილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან სამომავლო შედეგებზე, უხეშად, რომ ვთქვათ ხვალინდელ კვერცხზე და არა დღევანდელ ქათამზე.

კონტენტ მარკეტინგი გულისხმობს სარეკლამო ინფორმაციის განთავსებას იმ ონლაინ რესურსზე, რომელიც პირდაპირ ზონაშია საძიებო სისტემების შედეგებთან. კონტენტ მარკეტინგის რამდენიმე მთავარი უპირატესობაა - სარეკლამო შიგთავსის სწრაფად შეცვლის შესაძლებლობა, ვადების მითითება, ხანგრძლივობა და სამიზნე ტერიტორია. კონტენტ მარკეტინგი იდეალური ვარიანტია მოკლევადიანი ან ცხელი აქციებისთვის.

კონტენტ მარკეტინგთან ერთად საკმაოდ ხშირად გამოიყენება საბანერო რეკლამაც, რომლის დროსაც სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, ანთავსებთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის სარეკლამო ბანერს. საბანერო რეკლამა ვიზუალური რეკლამის ერთ-ერთ ყველაზე კარგ საშუალებად მიიჩნევა, რომელიც გეხმარებათ თქვენი კომპანიის დადებითი იმიჯის შექმნაში, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ კარგი საბანერო რეკლამა საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.

შეჯამებისთვის ინტერნეტში რეკლამის ეფექტურობა დამოკიდებულია მარკეტინგის ეფექტურ დაგეგმარებაზე, ონალაინ რესურსის სწორად არჩევასა და სამიზნე აუდიტორიის ზუსტ განსაზღვრაზე.

ასევე მოგეწონებათ

29.12.2017
როგორ გავუკეთოთ ღონისძიებას ორგანიზება (I ნაწილი)
ივენთ მენეჯმენტი - შესანიშნავი გამოცდილებაა, მიუხედავად იმისა, თქვენი საკუთარი ღონისძიება, წვეულება, კორპორატიული შეხვედრა, ქორწილი, თუ სხვა ფორმატია. ივენთ მენეჯმენტი საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა ამასთან ერთად ძალიან საინტერესო. დაბადების დღის, იუბილეს ან სხვა ღონისძიების ორგანიზებით თქვენ...
დაწვრილებით...
21.01.2018
რა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის თემატურ ვებ-გვერდზე განთავსებას?!
ბევრისთვის ცნობილია, რომ ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა გაყიდოთ ან გააპიაროთ თქვენი: სერვისი, პროდუქცია, მომსახურება და სხვ. ინფორმაციის განთავსებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარია...
დაწვრილებით...