ღონისძიებების პორტალი
21.01.2018
რა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის თემატურ ვებ-გვერდზე განთავსებას?!


ბევრისთვის ცნობილია, რომ ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა გაყიდოთ ან გააპიაროთ თქვენი: სერვისი, პროდუქცია, მომსახურება და სხვ. ინფორმაციის განთავსებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარია თემატიკა. ინტერნეტ სივრცეში შეხვდებით უამრავ ვებ-გვერდს, რომელზეც განთავსებულია სხვადასხვა კატეგორიის უამრავი ინფორმაცია და საბოლოო ჯამში ამგვარი ვებ-გვერდების გამოყენება და სასურველი ინფორმაციის ოპერატიულად მოძიება მომხმარებლისთვის ყოველთვის რთულია.

ამ სტატიაში მინდა მოგახსენოთ ის უპირატესობებები, რატომაც თქვენ თქვენი არჩევანი სწორედ, რომ თემატურ ვებ-გვერდებზე უნდა შეაჩეროთ:

  1. არჩევანის ფაქტორი - თემატური ვებ-გვერდი შედგება არაერთი გვერდისგან, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა თემატიკის ინფორმაციას, ანუ ამგვარი ვებ-გვერდები ქმნიან კომფორტს, რომელიც გულისხმობს, რომ მომხმარებელს დიდი დრო არ ეკარგება სასურველი ინფორმაციის მოძიებაში და ოპერატიულად პოულობს იმას, რითიც დაინტერესებულია.
  2. დღესდღეობით საძიებო სისტემები (მაგ: Google, Yandex, Bing) ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ თემატურ ვებ-გვერდებს, რადგან ეს უკანასკნელნი ამგვარი ტიპის საიტებს მიიჩნევენ უნიკალურად, პროფესიონალურად და უფრო ინფორმატიულად. თემატურ ვებ-გვერდზე თქვენი: სერვისის, პროდუქციის, მომსახურების განთავსებით წინაპირობას იქმნით, რომ საძიებო სისტემებში თქვენს მიერ განთავსებული ინფორმაცია მოწინავე პოზიციებზე გამოჩნდება.
  3. დროის ფაქტორი - თემატური ვებ-გვერდები ყოველთვის მოკლე დროში ახერხებენ საძიებო სისტემებში წინსვლას და ვებ-გვერდის ინფორმაციით შევსებას, ვიდრე საიტები, რომელიც კონკრეტულ თემატიკაზე ფოკუსირებული არ არის.

საძიებო სისტემების მუშაობის პრინციპს თუ ჩავუღრმავდებით დავინახავთ, რომ კონკრეტული თემატიკის ინტერნეტ-რესურსები საძიებო ფრაზებთან მიმართებაში ყოველთვის მეტი რელევანტურობით სარგებლობენ, კონკრეტულად თემატური ვებ-გვერდი ყოველთვის უპირატესობას მოიპოვებს იმ საიტებთან მიმართებაში, სადაც საძიებო ბოტები პოულობენ საკვანძო მოთხოვნების დიდ რაოდენობას.

ზოგადი მიმოხილვიდან ღონისძიებების ჭრილში თუ გადავინაცვლებთ ნათლად დავინახავთ, რომ ორგანიზატორების გარკვეული ნაწილი, რომელთაც დაგეგმილი აქვთ ღონისძიება და სურვილი აქვთ ინტერნეტის საშუალებით ხმა მიაწვდინონ პოტენციურ მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში ვებ-გვერდის, რომელზეც აპირებენ ინფორმაციის განთავსებას, თემატურობას ყურადღებას არ აქცევენ.
იმ ვებ-გვერდებზე ინფორმაციის განთავსება რაციონალური არ იქნება, სადაც კონკრეტულ თემატიკაზე არ ხდება ფოკუსირება.

ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ თემატური ვებ-გვერდისგან განსხვავებით არათემატურ საიტს შესაძლოა სხვადასხვა ინტერესისა და მიზნების მქონე ადამიანები სტუმრობდნენ და ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც ერთი შეხედვით მომხიბვლელად გეჩვენებათ საერთოდ არ წარმოადგენდეს თქვენს სამიზნე აუდიტორიას. არათემატური ვებ-გვერდების მთავარ სირთულეს წარმოადგენს სწორედ აუდიტორიის შექმნა და მუდმივი ვიზიტორების ნაკლებობა. იმისთვის, რომ არათემატურ საიტს ბევრი ვიზიტორი ჰყავდეს აუცილებელია საიტზე განთავსებული იყოს ყველა სახის ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად მოხდეს ვიზიტორთა უმრავლესობის ინტერესების დაკმაყოფილება.

საპირისპირო სურათი გვხვდება თემატური ვებ-გვერდის შემთხვევაში. თემატური საიტების აუდიტორია ყოველთვის უფრო ფასობს და ნდობის მაღალი კოეფიციენტით სარგებლობს. თქვენ ზუსტად იცით, რომ თემატური ვებ-გვერდის აუდიტორია ადამიანთა ის ჯგუფია, რომელიც კონკრეტული კატეგორიის ინფორმაციითაა დაინტერესებული, ხოლო თემატურ ვებ-გვერდზე კონკრეტული თემატიკის ინფორმაცია ქვეყნდება და შემთხვევით ან "გავლით" არავინ მოხვდება ამგვარ პლატფორმაზე.

ინფორმაციის განთავსებისას გაითვალისწინეთ, რომ თემატურ ვებ-გვერდების რამდენიმე მთავარი უპირატესობაა:

  1. ძირითადად ამგვარ რესურსებს სტუმრობს ბევრი სამიზნე აუდიტორიის წარმომადგენელი და საერთო ინტერესთა ჯგუფის კოეფიციენტიც მაღალია (Affinity Group coeficient)
  2. როგორც წესი ასეთ ვებ-გვერდებზე კონტაქტი სარგებლობს ნდობის მაღალი კოეფიციენტით
  3. თემატურ საიტზე მომხმარებელი გაცილებით მეტ დროს ატარებს

ასევე მოგეწონებათ

29.12.2017
როგორ გავუკეთოთ ღონისძიებას ორგანიზება (I ნაწილი)
ივენთ მენეჯმენტი - შესანიშნავი გამოცდილებაა, მიუხედავად იმისა, თქვენი საკუთარი ღონისძიება, წვეულება, კორპორატიული შეხვედრა, ქორწილი, თუ სხვა ფორმატია. ივენთ მენეჯმენტი საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა ამასთან ერთად ძალიან საინტერესო. დაბადების დღის, იუბილეს ან სხვა ღონისძიების ორგანიზებით თქვენ...
დაწვრილებით...
23.04.2018
ინტერნეტ მარკეტინგი და მისი როლი ბიზნესში
ნებისმიერი ბიზნესისთვის საკუთარი ვებ-გვერდის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეფექტურად მომუშავე ვებ-გვერდი დადებითად მოქმედებს გაყიდვების ოდენობაზე და კონკურენტებს შორის ამყარებს მის პოზიციებს. სწორედ ამიტომ ინტერნეტ მარკეტინგისა და სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგიები ხშირ შემთხვევაში...
დაწვრილებით...