ღონისძიებების პორტალი

ბალანსის შევსება პლასტიკური ბარათის საშუალებით:
ანგარიშის შევსება ხდება VISA/Mastercard პლასტიკური ბარათის საშუალებით, თქვენს მიერ გადმორიცხული თანხა ჩაირიცხება თქვენს სამომხმარებლო ბალანსზე.
პლასტიკური ბარათით ანგარიშის შესასვებად გადადით თქვენს პირად კაბინეტში და დააჭირეთ ღილაკს «ბალანსის შევსება».
თანხის მოცულობის ველში შეიყვანეთ სასურველი თანხის ოდენობა და გააგრძელეთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემების შევსებით, დაადასტურეთ ოპერაცია.
ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება თქვენ ბალანსზე.

* EVENTUP.GE-ზე ნებისმიერი ფასიანი სერვისის მოხმარებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტს და ქვემოთ მოცემული ფასიანი სერვისების ტარიფსა და პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ შპს "ივენთაფ"-ის სერვისს.

* EVENTUP.GE-სამომხმარებლო შეთანხმებისა და ფასიანი სერვისების პირობების მიხედვით მომხმარებელი რომელიც ბალანსს შეავსებს, ვეღარ შეძლებს ამ თანხის უკან დაბრუნებას (ჩარჯბექს), გარდა იმ შემთხვევისა თუ მის მიერ ჩარიცხული თანხა ტექნიკური მიზეზების გამო არ აისახა ვებ-გვერდზე პირად კაბინეტში მომხმარებლის ბალანსზე და ვერც მომხმარებლის მიერ ტექნიკური დახმარების მოთხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციამ შეძლო აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა.

* გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი სერვისის შეძენისას, კონკრეტულად: ღონისძიებისთვის VIP სტატუსის მინიჭება, გამოყოფილი ღონისძიება ან/და სარეკლამო ბლოკი, სისტემის ზედმეტი დატვირთვის თავიდან აცილების მიზნით სერვისის საფასურის გადახდის მომენტიდან დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში გააქტიურდება თქვენს მიერ შეძენილი ფასიანი სერვისი

 

მოგახსენებთ, რომ საიტზე EVENTUP.GE მოქმედებს რამდენიმე ფასიანი სერვისი:
1) ღონისძიებისთვის VIP სტატუსის მინიჭება

აღნიშნული სერვისის გამოყენებით თქვენ საშუალება მოგეცემათ თქვენი ღონისძიება გამოიყვანოთ მთავარ გვერდზე VIP ღონისძიებების ბლოკში, ასევე ძიებისას და კატეგორიებში გადასვლისას თქვენი ღონისძიება პროგრამულად იქნება მოწინავე პოზიციებზე, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი ღონისძიება სხვებთან შედარებით პრიორიტეტული გახადოთ და პოტენციური მომხმარებლების დიდი ნაწილის ყურადღება მიიქციოთ.

* საიტის ბალანსის მეშვეობით ღონისძიებისთვის VIP სტატუსის მინიჭების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 4.95 .
 

2) გამოყოფილი ღონისძიება

სტატისტიკა მოწმონს, რომ მომხმარებლების დიდი ნაწილი საჭირო ინფორმაციის ძიებისას დიდ ყურადღებას აქცევს ვიზუალურ მხარეს. სერვისი «გამოყოფილი ღონისძიება» საშუალებას გაძლევთ თქვენი ღონისძიება კატეგორიებში, ძიებაში, მთავარი გვერდის ბლოკებში სხვა ფრად გამოიყოს და ჩვეულებრივი ღონისძიებებისგან განსხვავებით გაცილებით შესამჩნევი და თვალშისაცემი გახდეს.

* საიტის ბალანსის მეშვეობით გამოყოფილი ღონისძიების სერვისის ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 1.35 .


3) სარეკლამო ბლოკი

სერვისი «სარეკლამო ბლოკი» საშუალებას გაძლევთ საიტის თითქმის ყველა გვერდზე თქვენი ღონისძიება გამოჩნდეს მარჯვენა მხარეს VIP ღონისძიებების ბლოკში. კატეგორიებში თქვენი ღონისძიება დამოკიდებული არ იქნება რეზულტატის შედეგად გამოტანილი ღონისძიებების სიაზე და პროგრამულად მოხვდება მარჯვენა მხარეს VIP ღონისძიებების ბლოკში, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი ღონისძიების მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით ხაზი გაუსვათ.

* პროგრამულად სარეკლამო ბლოკში მუდმივად ჩანს 3 ღონისძიება. ღონისძიებების ჩვენება ხდება შემთხვევითობის პრინციპით.
განმარტება: 
შემთხვევითი შერჩევა გულისხმობს სისტემატურ შემთხვევით შერჩევას; შემთხვევითი პრინციპი გამოიყენება ყველა ღონისძიებისთვის სარეკლამო ბლოკში გამოჩენის თანაბარი შანსის უზრუნველსაყოფად.

* საიტის ბალანსის მეშვეობით სარეკლამო ბლოკში ღონისძიების გამოჩენის ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 3.60 .


4) ორგანიზატორის გვერდი

ორგანიზატორის გვერდი საშუალებას გაძლევთ საიტზე თქვენი კომპანიის პირადი გვერდი შექმნათ, სადაც შესაძლებლობა მოგეცემათ მიუთითოთ კომპანიის საქმიანობის აღწერა, სამუშაო გრაფიკი, კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მისამართები, ატვირთოთ კომპანიის ლოგო და ყველა ღონისძიება გამოაქვეყნოთ კომპანიის სახელით.

აღნიშნული სერვისი საშუალებას გაძლევთ სტანდარტული პროფილისგან განსხავებით დამატებითი ინფორმაცია მიაწდოდოთ თქვენს პოტენციურ მომხმარებლებს და უშუალო კავშირი დაამყაროთ მათთან.

ორგანიზატორის გვერდის სერვისის გამოყენებით თქვენ საშუალება მოგეცემათ თქვენს ღონისძიებებზე გააქტიუროთ ღილაკი «დაჯავშვნა», რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ჯავშნის მოთხოვნის მარტივი ფორმის საშუალებით შეავსოს პირადი ინფორმაცია და გამოგიგზავნოთ ღონისძიებაზე ადგილის დაჯავშვნის მოთხოვნა.
დაჯავშვნის მოთხოვნას მიიღებთ, როგორც რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე პირად კაბინეტში განყოფილებაში «ჩემი ჯავშნები» შეგეძლებათ იხილოთ ჯავშნის მოთხოვნები, შეუცვალოთ სტატუსის და დაუკავშირდეთ ჯავშნის მსურველს მის მიერ მითითებულ კონტაქტებზე.

ორგანიზატორის გვერდი ასევე საშუალებას მოგცემთ გაიგოთ მომხმარებლების აზრი თქვენი კომპანიის შესახებ. ორგანიზატორის გვერდზე თითოეულ კომპანიას აქვს შეფასების გრაფა, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს თქვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების: მომსახურება, ხარისხი და ხელმისაწვდომობა (ფასი).
რეიტინგის მიხედვით შესაძლებელია თქვენი ორგანიზატორის გვერდი გამოჩნდეს პოპულარული ორგანიზატორებისა და ორგანიზატორების სრულ სიაში მოწინავე პოზიციებზე.

* გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზატორის გვერდის შეძენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, თქვენი ორგანიზატორის გვერდი 24 საათის განმავლობაში დაელოდება მოდერაციის პროცესს, რის შემდეგაც გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე. თქვენს პირად კაბინეტში შეგიძლიათ მუდმივად აკონტროლოთ მოდერაციის სტატუსი.

* საიტის ბალანსის მეშვეობით ორგანიზატორის გვერდის ღირებულებაა 6 თვის განმავლობაში - 12 .
1 წლით ორგანიზატორის გვერდის შეძენისას მოქმედებს ფასდაკლება და 1 წლის ვადით ორგანიზატორის გვერდის შეძენის ღირებულებაა 20 .