ღონისძიებების პორტალი

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი ვებგვერდის სტუმრობის განმავლობაში, გვსურს თავს კომფორტულად გრძნობდეთ. 

ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში.

ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში - პოლიტიკა)

თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.

რა მიზანს ემსახურება წინამდებარე პოლიტიკა და რა არის მისი მოქმედების სფერო?

EVENTUP.GE ცდილობს დაიცვას იმ პირების პერსონალური მონაცემები, რომლებიც სარგებლობენ ვებგვერდით. შესაბამისად, იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის მომხმარებლებისგან შევიმუშავეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა. EVENTUP.GE ასევე განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცვად არის აუცილებელი. 

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს EVENTUP.GE. პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების იმ ვებგვერდებზე, რომლებიც არ არიან EVENTUP.GE-თან აფილირებული პირები.
გთხოვთ, გაეცნოთ ასეთი მესამე პირების ვებგვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუკი თქვენ მათ ვებ გვერდებს იყენებთ, იმდენად, რამდენადაც ვებ-პორტალი EVENTUP.GE არ არის პასუხისმგებელი და არ აქვს გავლენა არც მესამე პირების ვებგვერდების შემცველ მასალებზე და არც მათი კონფიდენციალურობის დაცვის პრაქტიკაზე.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

როდესაც თქვენ სტუმრობთ ვებ-პორტალს EVENTUP.GE-ს, ჩვენი სერვერი ავტომატურად იწერს დეტალებს თქვენი ვიზიტის შესახებ (მაგალითად, შეზღუდვის გარეშე, თქვენი IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ჩვენს ვებგვერდს ესტუმრეთ, ვიზიტის დროს გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი რომელშიც აღნიშნული ბაუზერია განთავსებული, გვერდები, რომლებსაც ფაქტობრივად ესტუმრეთ და ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის თარიღი და ხანგრძლივობა და სხვა).

დამატებით, ჩვენი ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით ვებ-პორტალის EVENTUP.GE-ს მეშვეობით, მაგალითად როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის/ფაქსის ნომერი და სხვა) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე სიახლეების მისაღებად რეგისტრირდებით, ან/და ავსებთ თქვენი სააბონენტო ანგარიშის ბალანსს. 

EVENTUP.GE გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

  • ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
  • კლიენტისა და მომხმარებლის ადმინისტრირებისა და მარკეტინგული მიზნებისათვის;
  • ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად;
  • წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებისთვის.

როგორ ვაგროვებთ და ვინახავთ ინფორმაციას თქვენ შესახებ?

EVENTUP.GE ვებ-გვერდი გამოიყენებს cookie-ფაილებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ვებ-გვერდით კომფორტულად სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

Cookie არის პატარა საინფორმაციო ფაილი რომელიც იგზავნება და ინახება თქვენს კომპიუტერში. იგი გვეხმარება თქვენს იდენტიფიკაციასა და შემდგომი ვიზიტების განმავლობაში, ვებ-გვერდით სარგებლობის გამარტივებაში.

გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი Cookie ჩანაწერების წესები გაწერილია იმგვარად, რომ მონიშნული არ გაქვთ მზა ჩანაწერის ის ტიპი, რომლის გამოყენებაზე ვებ-პორტალს EVENTUP.GE-ს ნებას არ რთავთ.

როდესაც ინახავთ თქვენი Cookie ჩანაწერების წესებს, ისინი ასევე ვრცელდება EVENTUP.GE-ს ვებგვერდზე თქვენს სამომავლო ვიზიტებზეც. თუმცა, ვებ-გვერდის EVENTUP.GE-ს მიღმა არსებული ტექნიკური მიზეზებით, ეს გარანტირებული არ არის. მაგალითად, თუ თქვენს მიერ მოხდა ინტერნეტ-ბრაუზერის აღდგენა/ხელახალი ინსტალაცია, მზა ჩანაწერებისგან გაწმენდა ან EVENTUP.GE-ს ვებგვერდზე ვიზიტი სხვა ინტერნეტ-ბრაუზერის ან მოწყობილობის გამოყენებით, თქვენი მზა ჩანაწერების წესები, შესაძლოა, დაიკარგოს.

უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?

ვებ-პორტალმა EVENTUP.GE-მ მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის იმპლემენტაცია, იმისათვის, რომ EVENTUP.GE-ს მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვებ-გვერდის EVENTUP.GE-ს გამოყენებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით სამომხმარებლო შეთანხმების პირობებს, თუ თქვენ არ ეთანხმებით პირობებს, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა.

ვის გადავცემთ ვებგვერდიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე. 

როგორ შეგიძლიათ თქვენ პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?

მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:

  • გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
  • გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლის გადმოცემა;
  • მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა;


თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@eventup.ge