ღონისძიებების პორტალი

ვებ-გვერდის მოხმარების წესები

ტერმინთა განმარტებანი;
„საიტი“ - ვებ-გვერდი http://eventup.ge
„ადმინისტრაცია“ - ვებ-გვერდის http://eventup.ge-ს ადმინისტრაცია, შპს "ივენთაფ".
„მომხმარებელი“ - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს საიტის მომსახურებით, ანთავსებს ან ეძებს სასურველ ღონისძიებას.
„ღონისძიება“ - ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ან/და ქალაქებში ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ.

* EVENTUP.GE-ზე ნებისმიერი სერვისის მოხმარებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემული სამომხმარებლო შეთანხმების ყველა პუნქტს, წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ შპს "ივენთაფ"-ის სერვისს.

* საიტზე რეგისტრაციით, ეთანხმებით, რომ EVENTUP.GE ვებ-გვერდი გამოიყენებს cookie-ფაილებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ვებ-გვერდით კომფორტულად სარგებლობის უზრუნველსაყოფად.

Cookie არის პატარა საინფორმაციო ფაილი რომელიც იგზავნება და ინახება თქვენს კომპიუტერში. იგი გვეხმარება თქვენს იდენტიფიკაციასა და შემდგომი ვიზიტების განმავლობაში, ვებ-გვერდით სარგებლობის გამარტივებაში.
 

1. შეთანხმების ძირითადი პირობები 

1.1 ვებ-გვერდი EVENTUP.GE არის შუამავალი, რომელიც ეხმარება ღონისძიების ორგანიზატორსა და ღონისძიებაზე დასწრებით დაინტერესებულ პირს დაუკავშირდნენ ერთმანეთს. 
1.2 ვებ-გვერდის EVENTUP.GE-ს ადმინისტრაცია საიტზე განთავსებული ღონისძიებებზე არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას და პასუხისმგებელი არ არის მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული ღონისძიების შინაარსზე და სხვა დეტალებზე.
1.3 ღონისძიებაში მითითებული ღონისძიების, უსაფრთხოება, კანონიერება და აღწერასთან შესაბამისობა არ კონტროლდება საიტის ადმინისტრაციის მიერ. 
1.4 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. 
1.5 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას ავტორი ავტომატურად ეთანხმება პირობას, რომ ინფორმაცია იქნება ღია და ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება მისი ნახვა. 
1.6 გამომდინარე 1.5 პუნქტიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს პირადი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა რისკს. 
1.7 საიტზე განთავსებულ ინფორმაციას არ აქვს იურიდიული ძალა, მომხმარებელი ვალდებულია ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს ინფორმაციის სისწორე. 


2. ღონისძიების განთავსება

2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს ღონისძიება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. 
2.2 საიტის სარგებლობით და საიტზე ღონისძიების დამატებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ვებ-გვერდის EVENTUP.GE-ს წესებს. 
2.3 საიტზე ღონისძიების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა. 
2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია ღონისძიების და ღონისძიებაზე დასწრების პირობების შესახებ.
2.5 ღონისძიება არ უნდა: 
2.5.1 იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი. 
2.5.2 ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს ან ნდობით ბოროტად სარგებლობას. 
2.5.3 შეიცავდეს ინფორმაციას ყალბი ღონისძიების შესახებ. 
2.5.4 ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს. 
2.5.5 შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას. 
2.5.6 შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას. 
2.5.7 შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ. 
2.5.8 მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ. 
2.5.9 უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს. 
2.5.10 შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს. 
2.5.11 შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას (გარდა იმ კონკრეტული ღონისძიებისა, რომლის შესახებაც ანთავსებს ღონისძიებას საიტზე).
2.5.12 იყოს საიტზე მანამდე განთავსებული ღონისძიების დუბლიკატი (აკრძალულია ერთდროულად ერთი და იმავე ღონისძიების განმეორებით განთავსება).
2.5.13 არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
2.6 ღონისძიების დამატებისას დამატების ფორმაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ღონისძიების ჩატარების მისამართი და თარიღი.
2.7 მომხმარებელი ვალდებულია ღონისძიების დამატებისას მიუთითოს ზუსტი ინფორმაცია, მათ შორის რეგიონი, ქალაქი და მისამართი, ასევე ღონისძიების ჩატარების ადგილი/დაწესებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)


3. ადმინისტრაციის უფლებები და მოვალეობები 

3.1 ადმინისტრაცია არ არის არცერთი ღონისძიების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ მომხმარებლებს შორის. 
3.2 ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე. 
3.4 ადმინისტრაცია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს. 
3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე 2.5 პუნქტების დარღვევით, წაიშლება და მომხმარებლის სახელი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე გარკვეული ვადით ან უვადოდ.
3.6 საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი ღონისძიების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს. 
3.7 საიტის ადმინისტრაციას პასუხს არ აგებს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე. 
3.8 საიტის ადმინისტრაციას გარანტიას არ იძლევა საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე. 
3.9 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.
3.10 საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს 5.1, 5.2, 5.3 და 5.4 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში დაბლოკოს ან/და წაშალოს მომხმარებლის სახელი გარკვეული ვადით ან/და უვადოდ.
3.11 საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეცვალოს ეს შეთანხმება ვინმესთან გაფრთხილების ან შეტყობინების გარეშე.

 

4. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები 

4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს 
4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი. 
4.3 მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს საიტის ადმინისტრაცია, ღილაკი "განცხადების გასაჩივრება"-ს მეშვეობით, იმ ღონისძიების შესახებ, რომლებიც რაიმე სახით არღვევენ ვებ-გვერდის წესებს, ან ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას (ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში). 
4.4 მომხმარებელს ეკრძალება ღონისძიებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (გარდა ღონისძიების დამატების ფორმაში მოცემული ველებისა). 
4.5 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი საიტზე თავის ქმედებებზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 
4.6 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიას უშუალოდ მომხმარებელთან (რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია), 
საიტის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს საიტის ადმინისტრაციას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. 
მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან. 
4.7 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
4.8 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მხოლოდ მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.
 

5.რეგისტრაციის წესები

5.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი და რეგისტრაციის ფორმით მოთხოვნილი სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია.
5.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება. 
5.3 მომხმარებლის სახელი აუცილებლად უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ-ფოსტის მისამართი.
5.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში უცენზურო სიტყვების, ვინმეს შეურაცხმყოფელი, რასისტული გამოთქმების გამოყენება.